Classroom.ge მასწავლებელი
ანა ბარიხაშვილი
საგნები
მასწავლებლის შესახებ
გამარჯობ, მე ვარ ანა :) ამჟამად გერმანული ფილოლოგიის დოქტორანტი თბილისის სახელმწიფო უმივერსიტეტში. მსურს კომპიუტერული ლინგვისტიკის (და არა მარტო) მიმართულებით ჩავატარო კვლევა, შესაბამისად. ამას გარდა, მაქვს მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხი ასევე გერმანული ფილოლოგიის მიმართულებით. ამჟამად ვარ გერმანიაში კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში. გარდა აკადემიური და თეორიული გამოცდილებისა, ამ წლების მანძილზე ასევე დავაგროვე პრაქტიკული გამოცდილება. ვმუშაობდი როგორც: - კერძო რეპეტიტორი გერმანული ენის დამწყებთათვის - გერმანულ ენოვანი ტრენერი გერმანული პროექტისთვის - პროფესორის ასისტენტი გერმანული ენის პრაქტიკული ჯგუფისთვის თსუ-ში. რაც სხვებისგან გამომარჩევს, ვფიქრობ, არის ჩემი სიყვარული სწავლებისადმი. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა იმ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, რაც გამაჩნია. ვიყენებ უახლეს სასწავლო მასალასა და თანამედროვე სწავლების მეთოდებს, მათ შორის სხვადასხვა აპლიკაციებს, ონლაინ პლატფორმებსა და ჩემს მიერ შემუშავებულ სწავლების მეთოდებსა თუ საშუალებებს.
სწავლების რეჟიმი
ონლაინ
ფოკუსირებული სფერო
სხვა მიმართულება