გადასვლა მთავარ შიგთავსზე
classroom
მთავარი
სამართლებრივი ინფორმაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

როგორ აგროვებს, იყენებს და იცავს Classroom.ge თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.

ბოლო განახლება: 17 აგვისტო, 2026

გვერდის სარჩევი

1. კომპანიის შესახებ

კომპანიის სრული სახელწოდება: შპს „ფუნდამენტალ ედუქეიშენ“. საიდენტიფიკაციო კოდი: 406496395. მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 24.

Classroom-ი („ჩვენ“, „ჩვენი“ ან „ჩვენი კომპანია“) პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას. ეს პოლიტიკა აღწერს, როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვცვლით თქვენს პირად ინფორმაციას, როდესაც იყენებთ ჩვენს პლატფორმასა და სერვისებს.

2. ანგარიშის ტიპები

ჩვენს პლატფორმაზე არსებობს მომხმარებლის სამი ტიპი, რისთვისაც ხდება მონაცემთა დამუშავება:

  • სტუდენტი — სტუდენტები, რომლებიც იყენებენ პლატფორმას განათლების მისაღებად. 16 წლამდე სტუდენტები რეგისტრაციას გადიან მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით;
  • მშობელი — მშობლები, რომლებიც აკონტროლებენ და მართავენ 16 წლამდე სტუდენტების ანგარიშებს;
  • რეპეტიტორი — რეპეტიტორები, რომლებიც ატარებენ გაკვეთილებს პლატფორმის გამოყენებით.

3. რა ინფორმაციას ვაგროვებთ

ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენი სერვისების მიწოდების, ფუნქციონირებისა და გაუმჯობესებისთვის.

  • პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელფოსტა, ტელეფონი, დაბადების თარიღი, სქესი და საჭიროების შემთხვევაში გადახდის დეტალები;
  • სასწავლო მონაცემები: სასწავლო ინსტიტუტი, კლასი/კურსი, მოსწრება, პროგრესი, დასწრება, ტესტებისა და დავალებების შედეგები;
  • პლატფორმის შიგნით კომუნიკაცია, მათ შორის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პირადი ჩატის შეტყობინებები;
  • ტექნიკური ინფორმაცია: IP მისამართი, ბრაუზერი, ოპერაციული სისტემა, საიტზე ყოფნის დრო, გამოყენებული გვერდები და Cookies.

4. როგორ ვიყენებთ ინფორმაციას

  • რეპეტიტორებისა და სტუდენტების დაკავშირება, კლასების ორგანიზება და შესაბამისი ფუნქციონალის უზრუნველყოფა;
  • მნიშვნელოვანი განახლებებისა და მომსახურებასთან დაკავშირებული შეტყობინებების გაგზავნა;
  • სასწავლო მონაცემების გამოყენება პროცესის გასაუმჯობესებლად, მასალების ადაპტაციისა და პერსონალიზებული გამოცდილებისთვის;
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თაღლითობის პრევენცია.

5. მონაცემების გამოყენება კომპანიის პროექტებში

თქვენი მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს შპს „ფუნდამენტალ ედუქეიშენის“ სხვა პროექტებშიც, მათ შორის gotechschool.com, leibniz.ge, coding.ge, homeschool.ge, promocky.ge და კომპანიის სამომავლო პროექტებში, მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ერთიანი სასწავლო ეკოსისტემის შესაქმნელად.

6. ანგარიშის დახურვა, დამალვა და წაშლა

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების წაშლა ან ანგარიშის დახურვა. რეპეტიტორებს ასევე შეუძლიათ პროფილის დამალვა ძებნიდან მონაცემების წაშლის გარეშე.

  • გამოსვლის გამოკითხვის პასუხები ინახება პროდუქტის გასაუმჯობესებლად;
  • პროფილის დამალვისას ანგარიშის მონაცემები რჩება; წაშლისას მონაცემები წაიშლება კანონით დაშვებული ვადების შესაბამისად;
  • ანგარიშის მართვა ხელმისაწვდომია პროფილის პარამეტრებში.

7. მონაცემების დაცვა და თქვენი უფლებები

ვიყენებთ SSL/TLS დაშიფვრას, უსაფრთხო სერვერებს, წვდომის შეზღუდვასა და რეგულარულ უსაფრთხოების ზომებს.

  • მონაცემების წაშლა, განახლება ან ექსპორტი;
  • პროფილის დამალვა ძებნიდან რეპეტიტორებისთვის;
  • დამუშავების შეზღუდვა და მარკეტინგული კომუნიკაციის გაუქმება.

8. პოლიტიკის ცვლილებები

შეიძლება დროდადრო განვაახლოთ ეს პოლიტიკა. მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში გაცნობებთ ელფოსტით ან საიტზე შესაბამისი განცხადებით.

9. კონტაქტი

კითხვებისთვის ან მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნისთვის მოგვწერეთ: contact@fundamental.ge.