Classroom.ge მასწავლებელი
ანა ლიპარტია
საგნები
მასწავლებლის შესახებ
ჩემი პედაგოგიური გამოცდილება იწყება 2021 წლიდან. პანდემიის პერიოდში დავბრუნდი რაიონში და გადავწყვიტე დაწყებითი კლასების მოსწავლეების მომზადება. შემდეგ სწავლება განვაგრძე თბილისში. მაქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, განსაკუთრებით დაინტერესებული ვიყავი განათლების მიმართულებით. წელიწადნახევარია ისევ ვიმყოფები რაიონში და ვმუშაობ რეპეტიტორად, როგორც ადგილზე ისე ონლაინ. ძირითადი საგანი მათემატიკა. ამჟამად ვსწავლობ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო საფეხურზე. მიმყავდა კუსრი ვებ-დეველოპმენტში. აქტიურად ვმუშაობ ფრილანსერად ამ მიმართულებით. ჩემი მრავალფეროვანი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგად შემიძლია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში, რაც გაკვეთილებს თანამედროვე გამოწვევებზე მორგებულს, სახალისოს და საინტერესოს ხდის. ჩემი ცოდნა გამყარებულია პრაქტიკული გამოცდილებით და შემიძლია კარიერული რჩევების გაცემაც. მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, მათი იდეების და მოსაზრებების მოსმენა. სიამოვნებას მანიჭებს, როგორც სწავლის, ისე სწავლების პროცესი.
სწავლების რეჟიმი
ონლაინ
ფოკუსირებული სფერო
სხვა მიმართულება