გადასვლა მთავარ შიგთავსზე
classroom
აირჩიეთ ენა
ᲐᲒ

Classroom.ge მასწავლებელი

ანი გეგეშიძე

5.0 ქუთაისი 5 წლიანი გამოცდილება

მასწავლებლის შესახებ

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. ჩემი მიზანია, მოსწავლეებისთვის საინტერესო გავხადო, გავამარტივო სწავლების პროცესი. მათ ვთავაზობ მეგობრულ, პოზიტიურ, ტოლერანტულ გარემოს, სადაც კითხვების დასმა არაა დანაშაული. ჩემი ენერგიულობა, კომპეტენტურობა,თანამედროვე ხედვა, თავდაუზოგავი მუშაობის უნარი კი თვალსაჩინო შედეგის მომტანია. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა სხვადასხვა ასაკის, გემოვნების, მისწრაფებისა და ინტერესის მქონე მოზარდთან კომუნიკაცია. ვფიქრობ, საუკეთესო გზამკვლევი ვიქნები, ვინც სიყვარულით, გაგებითა და პროფესიონალიზმით შეძლებს ერთი შეხედვით დაუძლეველი სირთულეების გადალახვაში დახმარებას. ერთად შევიყვარებთ ლიტერატურას, წიგნებს, მწერლებსა თუ პერსონაჟებს, ვისწავლით ფიქრს და გავბედავთ აზროვნებას.

სწავლების რეჟიმი

ონლაინ

ფოკუსირებული სფერო

სხვა მიმართულება

შეფასებები

5.0 (0)

შეფასებები იტვირთება...

შეფასების დამატება