Classroom.ge მასწავლებელი
ათინა თოიძე
საგნები
მასწავლებლის შესახებ
მე გახლავართ ინგლისური ენის სპეციალისტი, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით, როგორც საშუალო საფეხურზე - მენტორი მასწავლებელი, ისე უმაღლეს საფეხურზე - უნივერსიტეტში, ვფლობ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიურ ხარისხს და ასისტენ-პროფესორად მუშაობის გამოცდილებას. ასევე 11 წელზე მეტია, რაც ვხელმძღვანელობ მსურველთა სასწავლო ვიზიტებს ინგლისური ენის გასაღრმავებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ვარ 1 მონოგრაფიის, 25-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის და პუბლიკაციის ავტორი. ინგლისური ენის გრამატიკის წიგნის Grammar Promoter- ის რედაქტორი. ვარ ასევე 15-მდე სამეცნიერო და პედაგოგიური საერთაშორისო კონფერენციის და სიმპოზიუმის აქტიური მონაწილე. 2015 წელს ინგლისში, ქ. ბრაითონში, 2016, 2017. 2018 წლებში კუნძულ მალტაზე და ბარსელონაში , 2024 წელს მალტაზე, გავიარე ინგლისური ენის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და სტაჟირება და მომენიჭა C1/C2 დონის სერტიფიკატები.
სწავლების რეჟიმი
ონლაინ
ფოკუსირებული სფერო
სხვა მიმართულება