გადასვლა მთავარ შიგთავსზე
classroom
გიორგი  ჩანადირი — რეპეტიტორი

Classroom.ge მასწავლებელი

გიორგი ჩანადირი

5.0 რუსთავი 3 წლიანი გამოცდილება

საგნები

მასწავლებლის შესახებ

მასწავლებლობა ჩემთვის არ არის მხოლოდ პროფესია — ეს არის მოწოდება, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა ინტელექტუალური და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას. კარგი მასწავლებელი ვარ იმიტომ, რომ მაქვს სიყვარული საკუთარი საგნისადმი და მუდმივად ვცდილობ, ეს სიყვარული გადავცე მოსწავლეებს. ჩემს საქმიანობაში მნიშვნელოვანია, რომ ისტორია არ იყოს მხოლოდ თარიღებისა და ფაქტების მოყოლა, არამედ პროცესთა გააზრება და მათი მნიშვნელობის გაანალიზება. სწავლებისას ვიყენებ ინტერაქტიულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ მეთოდებს. აქტიურად ვიყენებ დისკუსიასა და დებატებს, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირების და თვითგამოხატვის უნარების განვითარებას. ასევე ვხმარობ ვიზუალურ მასალებს, რუკებსა და დროის ხაზებს, რომლებიც სწავლას მეტად თვალსაჩინოსა და საინტერესოს ხდის. მნიშვნელოვან ადგილს ვუთმობ როლურ თამაშებსა და სიმულაციებს, რაც მოსწავლეებს ისტორიულ გარემოში ჩართვის საშუალებას აძლევს. ხშირად ვიყენებ პროექტებზე დაფუძნებულ სწავლას, რომელიც ავითარებს პასუხისმგებლობის, თანამშრომლობისა და კვლევითი მუშაობის უნარებს. მჯერა, რომ ისტორიის სწავლება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლე ხედავს მის კავშირს თანამედროვეობასთან. ამიტომ ვცდილობ, წარსულის მოვლენები შევადარო დღევანდელ რეალობას და ამ გზით დავანახო მოსწავლეებს ისტორიის აქტუალური მნიშვნელობა

სწავლების რეჟიმი

ონლაინ

ფოკუსირებული სფერო

სხვა მიმართულება