გადასვლა მთავარ შიგთავსზე
classroom
გქ

Classroom.ge მასწავლებელი

გიორგი ქათამაძე

5.0 ქუთაისი 1 წლიანი გამოცდილება

მასწავლებლის შესახებ

სწავლისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე მქონდა. ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მიღებულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ განათლება მხოლოდ ფაქტების დამახსოვრება კი არა, გააზრებაა, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებაა. სწორედ ამით ხელმძღვანელობდნენ ჩემი მასწავლებლები. ამჟამად ვსწავლობ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მენეჯმენტის მეცნიერების ფაკულტეტზე, სადაც კიდევ უფრო დავხვეწე ანალიტიკური, კომუნიკაციური და ორგანიზაციული უნარები, თვისებები, რომლებიც მეცადინეობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როცა სწავლობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლე თავად ჩაერთოს ფიქრის პროცესში. ასე სწავლა გაცილებით უფრო ბუნებრივი და შედეგიანია. მათემატიკა მათემატიკა ჩემთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თითოეულ ამოცანას კი თავისი ისტორია აქვს. ვიზუალიზაცია და დიაგრამები — რთული ცნებების ახსნა გრაფიკებითა და მაგალითებით; ,,რატომ?“ კითხვების სტილი— მოსწავლე თავად პოულობს ახსნას; პირადი ტემპი — თითოეულს საკუთარი სისწრაფე აქვს, და ჩემი მიზანია მოსწავლემ იგრძნოს პროგრესის რეალური ტემპი, არა ზეწოლა. გარდა ამისა, ამოცანებს ხშირად ვაკავშირებთ ეკონომიკურ თუ ყოველდღიურ სიტუაციებთან, რათა მოსწავლემ დაინახოს მათემატიკის პრაქტიკული მნიშვნელობა.

სწავლების რეჟიმი

ონლაინ

ფოკუსირებული სფერო

სხვა მიმართულება