Classroom.ge მასწავლებელი
გვანცა გოგიტიძე
საგნები
მასწავლებლის შესახებ
გამარჯობა! მე ვარ გვანცა გოგიტიძე. ვასწავლი ინგლისურ ენას. ჩემი სწავლების ხარისხი დადასტურებულია როგორც პრაქტიკით, ასევე აკადემიური მიღწევებით. ამჟამად ვმუშაობ ინგლისური ენის მასწავლებლად Skillwill Georgia-ში, ასევე ვარ კერძო რეპეტიტორი. რაც შეეხება სწავლების პროცესს, ჩემი მიდგომა ფოკუსირებულია ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სწავლის პრაქტიკულ, ინოვაციურ მეთოდებზე. გაკვეთილებზე ვიყენებ თანამედროვე ციფრულ რესურსებს და ვამზადებ პერსონალიზებულ პროგრამას, რომელიც თქვენს მიზნებს ერგება. სალექციო ნაწილის გარდა, ჩემს გაკვეთილებზე ერთად ვუყურებთ ფილმებს, პოდკასტებს, სერიალებს, განვიხილავთ მათ და ვიძენთ კრიტიკული აზროვნების უნარებს ინგლისურად, ვინაიდან, ვფიქრობ, მყარი თეორიული საფუძვლის გარდა, პრაქტიკა ენის სწავლისას უმნიშვნელოვანესია. რეალურად მესმის თითოეული სტუდენტის გამოწვევები და შემიძლია მათთან ზუსტად იმ ტემპით და იმ გზით მუშაობა, რაც მათ შედეგამდე მიიყვანს.
სწავლების რეჟიმი
ონლაინ
ფოკუსირებული სფერო
სხვა მიმართულება