Classroom.ge მასწავლებელი
ლაშა ჩანტლაძე
საგნები
მასწავლებლის შესახებ
ლაშა ჩანტლაძე ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ბაკალავრი (წარჩინებით) , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი (წარჩინებით) და თსუ-ს ისტორიის დოქტორანტია. იგი არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადოქტორო საგანმანათლებლო გრანტის მფლობელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად , ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში მკვლევრად , შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ისტორიის ეროვნული საგამოცდო ტესტის გამსწორებლად და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ტელესკოლის“ სცენარისტად, კონსულტანტად და წამყვანად (გაკვეთილები იხილეთ ბმულზე: https://1tv.ge/user/lashachantladze/). 2016 წლიდან არის კერძო რეპეტიტორი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში. იგი აქტიურად აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს ქართულ და საერთაშორისო გამოცემებში (ასევე მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში). ამასთან ერთად, არის აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი ისტორიის ეროვნული გამოცდების დამხმარე სახელმძღვანელოების თანაავტორი (2021 და 2023 წლების გამოცემები) და გამომცემლობა „არტანუჯის“ წიგნის, „მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის“
სწავლების რეჟიმი
ონლაინ
ფოკუსირებული სფერო
სხვა მიმართულება