გადასვლა მთავარ შიგთავსზე
classroom
აირჩიეთ ენა
მანანა თევზაძე — რეპეტიტორი

Classroom.ge მასწავლებელი

მანანა თევზაძე

5.0 თბილისი 4 წლიანი გამოცდილება

მასწავლებლის შესახებ

ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელი, განათლების სფეროში 40 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით. ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი დამთავრებული მაქვს წარჩინებით და მრავალი წელია ვმუშაობ როგორც სკოლაში, ისე კერძო რეპეტიტორად. ვასწავლი დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. გაკვეთილებზე ვეხმარები მოსწავლეებს გრამატიკის, მართლწერის, კითხვისა და ტექსტის გააზრების, წერითი მეტყველების, ლიტერატურისა და სასკოლო პროგრამის უკეთ ათვისებაში. სწავლების მეთოდს ყოველთვის ვარგებ მოსწავლის ასაკს, ცოდნის დონესა და ინდივიდუალურ საჭიროებებს. ასევე მაქვს რუსულენოვან ბავშვებთან და ზრდასრულებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. რუსულ ენას თავისუფლად ვფლობ და ქართულს ვასწავლი ნულიდანაც - ანბანი, კითხვა, წერა, გრამატიკა, ლექსიკა და სასაუბრო ქართული. მაქვს ონლაინ სწავლების გამოცდილებაც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლემ მასალა გაიგოს, შეძლოს მისი პრაქტიკულად გამოყენება და გაკვეთილზე თავი კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნოს.

სწავლების რეჟიმი

ონლაინ

ფოკუსირებული სფერო

სხვა მიმართულება

შეფასებები

5.0 (0)

შეფასებები იტვირთება...

შეფასების დამატება