Classroom.ge მასწავლებელი
მარინა ერიგინა
საგნები
მასწავლებლის შესახებ
მოგესალმებით, 2025 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაკალავრის საფეხური რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაქულტეტი რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებით. მაქვს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. წლების განმავლობაში ვმუშაობდი წნორის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად, ვმუშაობდი როგორც არსებული, ასევე დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვასა და შემუშავებაში. გარდა ამისა, მაქვს კერძო რეპეტიტორად მუშაობის გამიცდილება, სადაც ინდივიდუალურად ვამუშავებდი კურსის სილაბუსს. მსწავლელებთან ვუშვებ ინდივიდუალურ და სისტემურ მიდგომას, რაც ხელს უწყობს მათ ინტელექტუალურ და შემოქმედებით ზრდას. განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ კომუნიკაციურ და პრაქტიკულ უნარებზე, რათა მოსწავლეებმა თავისუფლად გამოიყენონ რუსული ენა ყოველდღიურ და სასკოლო გარემოში. ვცდილობ გაკვეთილები იყოს საინტერესო, მარტივად გასაგები და ბავშვებისათვის მოტივაციის მომცემი, ვაქცევ ყურადღებას მათ ინტერესებსა და უნარებს. ვმუშაობ როგორც საუბრისა და გაგების, ასევე წერისა და კითხვის ტექნიკის განვითარებაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს და სწავლა სასიამოვნო პროცესად იქცეს.
სწავლების რეჟიმი
ონლაინ
ფოკუსირებული სფერო
სხვა მიმართულება