Classroom.ge მასწავლებელი
ნინო მიქელაძე
საგნები
მასწავლებლის შესახებ
მე ვარ ინგლისური ენის რეპეტიტორი, რომელსაც უყვარს სწავლების პროცესის საინტერესო და შემოქმედებითი ფორმით წარმართვა.ფორმით წარმართვა. გამოცდილება მივიღე როგორც სკოლაში, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო და მოხალისეობრივ პროექტებში, სადაც ვასწავლიდი და ვაწყობდი ენის კლუბებს. გარდა ამისა, ვსწავლობდი უცხოეთში, რამაც მნიშვნელოვნად გამიუმჯობესა ენის ცოდნა და ჩემი ხედვა მრავალფეროვან კულტურებსა და სწავლების მიდგომებზე. ჩემს გაკვეთილებზე ვცდილობ, სწავლა იყოს სახალისო და მოტივაციის განმამტკიცებელი. ამისათვის ვიყენებ Wordwall, Kahoot, Pinterest, Canva-ს worksheet-ებს, English with Pocoyo ვიდეოებს, თამაშებსა და youtube-დან შერჩეულ სიმღერებს. ასევე ვარჩევ მოკლე ზღაპრებს, მოთხრობებს ან ფილმებს, რომელთა განხილვასაც სასწავლო მასალასთან ერთად ვუთმობ დროს, რაც ეხმარება მოსწავლეებს სიტყვის მარაგის გამდიდრებაში და მოსმენის უნარის განვითარებაში. მთელი საგაკვეთილო პროცესი წარმართულია მხოლოდ ინგლისურ ენაზე, რაც ქმნის ბუნებრივ საკომუნიკაციო გარემოს. მჯერა, რომ სწავლისას მნიშვნელოვანია კომფორტული ატმოსფერო, ინდივიდუალური მიდგომა და შემოქმედებითობა. ამიტომ ვთვლი, რომ ვარ შედეგზე ორიენტირებული და კარგი რეპეტიტორი.
სწავლების რეჟიმი
ონლაინ
ფოკუსირებული სფერო
სხვა მიმართულება