ნქ
Classroom.ge მასწავლებელი
ნინო ქვარიანი
5.0 ბოლნისი 10 წლიანი გამოცდილება
საგნები
გერმანული ენა
მასწავლებლის შესახებ
მე ვარ გამოცდილი პედაგოგი 18-წლიანი მუშაობის სტაჟით. დავამთავრე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ჩემი პროფესიული საქმიანობა მივუძღვენი თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებულ განათლებას. ვიცნობ ინოვაციურ და კონსტრუქტივისტულ სწავლების მიდგომებს, რაც საშუალებას მაძლევს, თითოეულ მოსწავლეს მივცე აქტიური ჩართულობისა და დამოუკიდებელი აზროვნების შესაძლებლობა. მუდმივად ვზრუნავ პროფესიულ განვითარებაზე, ვცდილობ, გაკვეთილები იყოს შემოქმედებითი, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული. მჯერა, რომ პედაგოგის მთავარი მისიაა მოსწავლის შთაგონება, მოტივაცია და მხარდაჭერა. ჩემს საქმიანობაში სწორედ ეს პრინციპები მახასიათებს და მათით ვხელმძღვანელობ ყოველდღიურად.
სწავლების რეჟიმი
ონლაინ
ფოკუსირებული სფერო
სხვა მიმართულება