Classroom.ge მასწავლებელი
სალომე ენუქიძე
საგნები
მასწავლებლის შესახებ
მე ვარ სალომე ენუქიძე, 28 წლის. 2022 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა წითელ დიპლომზე და ამავე წელს გავაგრძელე სწავლა ამავე უნივერსიტეტის ქართველური ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც 2024 წელს დავამთავრე, ასევე წითელ დიპლომზე. სამჯერ ვიყავი თბილისის მერიის სტიპენდიატი, აგრეთვე ვმონაწილეობდი კონფერენციებსა და ექსპედიციებში. 2021 წლიდან ვმუშაობ რეპეტიტორად, შეხება მქონია, როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან, ასევე აბიტურიენტებთანაც. ამჟამად, ვმუშაობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და აგრეთვე ამავე უნივერსიტეტის პროფესიულ პროგრამაზე - "ბაღის აღმზრდელი", ვკითხულობ ლექციას.
სწავლების რეჟიმი
ონლაინ
ფოკუსირებული სფერო
სხვა მიმართულება