Classroom.ge მასწავლებელი
სალომე ღვინიაშვილი
საგნები
მასწავლებლის შესახებ
გამარჯობა, მე ვარ სალიო — ინგლისურისა და ხელოვნების მასწავლებელი მრავალწლიანი გამოცდილებით. სწავლების პროცესი ჩემთვის მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის; მჯერა, რომ თითოეული მოსწავლე უნიკალურია და სწორედ ამიტომ არ არსებობს ერთი უნივერსალური მეთოდი, რომელიც ყველასთვის ერთნაირად ეფექტური იქნება. ჩემი მიდგომა ეფუძნება ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მიზნებზე მორგებულ სწავლების პროცესს, რის გამოც უპირატესობას ინდივიდუალურ გაკვეთილებს ვანიჭებ ჯგუფურთან შედარებით. ეს მაძლევს შესაძლებლობას, თითოეულ მოსწავლეს შევუქმნა მისთვის ყველაზე ეფექტური და კომფორტული სასწავლო გარემო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვამზადებ მოსწავლეებს IELTS-ის გამოცდისთვის. ამ დროის განმავლობაში ჩემი 6 მოსწავლიდან 5-მა უკვე წარმატებით მიიღო სერტიფიკატი, რაც კიდევ უფრო მაძლევს მოტივაციას, გავუზიარო სხვებს ჩემი გამოცდილება, ცოდნა და პრაქტიკული უნარები. სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენი ინგლისურის გაუმჯობესებასა და სასურველი აკადემიური მიზნების მიღწევაში.
სწავლების რეჟიმი
ონლაინ
ფოკუსირებული სფერო
სხვა მიმართულება